თამარ სანიკიძე: ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს

“ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო,” – 5 წლის ბავშვების სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განცხადება გააკეთა.

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციას იწყება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა, 5 წლის ბავშვები წელს სწავლის დაწყებას. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც 6 წლამდე ბავშვებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ უმრავლეოსობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი კი განათლების სამინისტროს ურჩევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყოს “ხისტი”.

banner
წინა სტატიაშიავლაბრის რეზიდენციაში ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება