„ვაკე-საბურთალოს გზატკეცილის მთლიანად გაუქმება არ იქნება გამართლებული“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ვეკე-საბურთალოს გზატკეცილის გაუქმება გამართლებული არ იქნება.

როგორც ზურაბიშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ახალი გზატკეცილის საკითხს პოლიტიკური სარჩული უნდა მოეხსნას და სპეკულაციის თემა არ უნდა გახდეს. მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოება ექსპერტების დასკვნებს დაელოდოს და შესაბამისი დასკვნები შემდეგ გამოიტანოს.

„ცხადია, ვაკე-საბურთალოს გზატკეცილის კვლევა მიმდინარეობს და შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ფორმით აღდგეს აღნიშნული გზის მონაკვეთი. ამ გზის მთლიანად გაუქმება არ იქნება გამართლებული. ხოლო სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს არ შეიძლება პოლიტიკური სარჩული გავუკეთოთ. ჩემი დილეტანტური შეხედულებით, სტიქიის შედეგედ მიყენებული ზიანის სიდიდის ერთადერთი მიზეზი არ მგონია, რომ ვაკე-საბურთალოს გზატკეცილი იყოს, თუმცა დამატებითი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო მდინარე ვერეს მილში მოქცევა. ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის დილეტანტური შეხედულება და ვფიქრობ, პოლიტიკური სპეკულაციები გამართლებული არ არის და უნდა დაველოდოთ ექსპერტების დასკვნას. მთავარი ჩვენი ორიენტირი კი უნდა იყოს ის, რომ შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები. ჩემი აზრით, სტიქიის გამომწვევი მიზეზები აუცილებლად უნდა იქნას გამორკვეული და დასაბუთებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, თბილისის ტრაგედამ ხალხის სოლიდარობა და ერთიანობა აჩვენა.

„თუ რამე შეიძლება იყოს ამ ტრაგედიის ფონზე პოზიტიური შედეგი, ის არის რომ, არამარტო ქართული სახელმწიფო შედგა, არამედ ქართული საზოგადოებაც შედგა“, – აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

banner
წინა სტატიაშიმაუდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას მოქალაქეებს ატოვებინებენ
შემდეგი სტატია“ლაგუნა ვერესთან” თეთრმა ვეფხვმა 2 ადამიანი დაგლიჯა