გუშინ, გერმანელი ტურისტი წითელი ზღვის კურორტზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
პოლიციის ცნობით, 52 წლის ტურისტს ზვიგენმა ცალი ფეხი მოაჭამა საკურორტო ქალაქ ელ-კუსეირში.
გერმანიის საელჩოში განაცხადეს, რომ ცნობა გერმანიის მოქალაქის დაღუპვის შესახებ მათთან შემოსულია, თუმცა დეტალებს არ ფლობენ.
უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ეს ვზვიგენის პირველი თავდასხმაა ტურისტზე.
2009 წელს მეზობელ კურორტში ზვიგენმა ფრანგ ქალბატონს ფეხი მოაჭამა. ის სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.
2010 წელს ერთი ტურისტი დაიღუპა და რამდენიმე დასახიჩრდა ზვიგენის თავდასხმის სერიისაგან. მაშინ სასაზღვრო ზოლი რამდენიმე კვირით დაიხურა კიდეც.