გიგა ბუკიას მევენახეებმა დაცინვის მიზნით ტაში დაუკრეს

უმრავლესობის დეპუტატ გიგა ბუკიას გადაცემა ,,არჩევანის” წამყვანმა წინა საარჩევნოდ დადებული პირობა შეახსენა. ,,ორი წლის წინ, როდესაც საუბრობდით რომ ყურძენი მინიმუმ ერთი ლარი უნდა ღირებულიყო, მაშინ იცოდით, რომ სოფლის მეურნეობა რთული სფეროა და ეს პირობა ძნელად შესასრულებელი იქნებოდა” – მიმართა წამყვანმა დეპუტატს. რაზეც ბუკიამ უპასუხა რომ ორი წლის წინ არავინ იცოდა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი და რეგიონში ომი იქნებოდა.
,,დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ღია მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინელებთან, ყველა რესურს იყენებს ქართველი გლეხის მხარდასაჭერად”– ბუკიას ამ სიტყვებს სტუდიაში მყოფი მევენახეები ღიმილით შეხვდნენ და ტაში დაუკრეს.

banner
წინა სტატიაში„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, თითქოს მთავრობა ფეხბურთის არჩევნებში ერევა“
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: 300 ჰექტარი ვენახი ბიძინა ივანიშვილს ხელში აქვს ჩაგდებული კახეთში