ბრიტანეთის პრესა: რუსეთი და ფიფა

ბრიტანეთის პრესა: რუსეთი და ფიფა

ბრიტანეთის პრესა: რუსეთი და ფიფაFinancial times წერს, რომ ფიფას კორუფციული სკანდალი რუს ოლიგარქებს შეეხება. გამომცემლობის თქმით, მაშინ, როცა 2018 წლის რუსეთის ჩემპიონატის ცაზე შავი ღრუბლები იყრიან თავს, მოსკოვის ოფიციალური პოზიცია პრობლემას თვალს არ უსწორებს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფიფას სკანდალმა ოფიციოზის, ბიზნეს და სპორტული ელიტის წუხილი გამოიწვია, რუსეთი დუმილს ამჯობინებს. ფიფაში მომხდარი ამბები, შესაძლოა, რუსი კორუფციული სქემის გაზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელი აღმოჩნდეს.
«ცხადია, ფიფასა და ბლატელის ირგვლივ სიტუაცია რუსეთში ჩასატარებელი ჩემპიონატზე გავლენას იქონიებს» ციტირებს გაზეთი გერმან ჩისტიაკოვს, რომელიც «ანჟის» ყოფილი მენეჯერია.
მთავრობამ, როგორც კი საშიშროება შეიქმნა იმისი, რომ რუსეთმა შესაძლებელია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება დაკარგოს, რადიკალური რეაქციით უპასუხა და უკვე გამოყო მილიონობით დოლარები ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ისედაც ცუდ დღეშია.
რამდენიმე რუსმა ოლოგარქმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. სტადიონების აშენების კონტრაქტები, გამომცემლობის თქმით, ოთხ ოლიგარქს შორის გადანაწილდა – არას არალაროვს, დმიტრი პუმპიანსკს, რავილ ზიგანშინს და გენადი ტიმჩენკოს შორის, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-მ უკვე დააწესა სანქციები, როგორც «პუტინის ახლო წრეზე».
ეს ბიზნესმენები თავიანთ განცხადებებში ამბობენ, რომ კონტრაქტების მიუხედავად, მათ არანაირი შეღავათები არ მისცემიათ. მაგალითად, ტიმჩენკო ამბობს რომ ხარჯების შემცირება ვერაფრით შეძლო და ის ყოველ წუთს იზრდება.
გაზეთი ასევე ციტირებს მარტინ მიულლერს, რომელიც მსხვილი სპორტული ღონისძიებების სპეციალისტია ციურიხის უნივერსიტეტში. მიულლერი ამბობს, რომ სტადიონები, რომელთა მშენებლობა ახლა მიმდინარეობს რუსეთში, იქნება ყველაზე ძვირადღირებული იმათ შორის, რომელიც ოდესმე ჩემპიონატისთვის აშენებულა. მისი შეფასებით, ყოველი ადგილი რუსულ სტადიონზე 11 600 დოლარი ეღირება, თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე ბრაზილიის ჩემპიონატზე. მისივე შეფასებით, კონტრაქტების დადების პროცესი არ ყოფილა გამჭვირვალე.
ფიფაში დაწყებული სკანდალის მიუხედავად, რუსი ოლიგარქები დუმილს არ არღვევენ, მაგრამ გაზეთის თქმით, ფიფას წინააღდეგ აშშ-ს ჯვაროსნული გალაშქრება იქამდე მივა, რომ რუსეთს ჩემპიონატის ჩატარების უფლებას ჩამოართმევენ.
როგორც მარტინ მიულერი ამბობს «ეკონომიკის თვალსაზრისით რუსეთისთვის უკეთესი იქნებიდა თუკი ფიფას მას უფლებას ჩამოართმევდა ჩემპონატის ჩატარებაზე» – წერს Financial Times.

banner
წინა სტატიაშიმოგი**ანთ მენტორული ტონი და “მარკეტინგის ღრმა ცოდნა”
შემდეგი სტატიარუსები ლატვიაში ნატოს წვრთნების ჩაშლას ცდილობდნენ