„არ ვიცი საერთოდ ეს პიროვნება ვინ არის და რას წარმოადგენს“ – კახა კალაძე მურატ ჯიოევზე

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებას გამოხმაურება მოყვა თბილისში. ხელისუფლების წევრების პოზიციით, ქართული მხარე არ უნდა აყვეს პროვოკაციებს და საკითხის მოგვარებას დიპლომატიური გზით უნდა ეცადოს.

„არ შეიძლება დღეს, ისეთი გამოცდილების შემდეგ, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან ურთიერთობაში, კიდევ რაიმე პროვოკაციას წამოვეგოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ რაციონალური ნაბიჯების გადადგმა და იმ ფორმატების გამოყენება, რომელიც რეალურად დღეს ჩვენს ბერკეტს წარმოადგენს. გამორიცხულია პროვოკაციაზე წამოგება და რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც საქართველოს ძალიან ცუდად მოუბრუნდება,“ – განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

ენერგეტიკის მინისტრისთვის უცნობია ჯიოევის პიროვნება. „არ ვიცი საერთოდ ეს პიროვნება ვინ არის და რას წარმოადგენს,“ – აცხადებს კახა კალაძე და განმარტავს, როკმ ხელისუფლება გმობს იმ ქმედებებს, რაც ე.წ. საზღვრის პირას ხდება. მისივე თქმით, ქართულმა მხარე, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს დიპლომატიური გზები.

მურატ ჯიოევმა ცხინვალის ტელევიზიისვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარეს საზღვრის დემარკაცია არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა ისინი უარით პასუხობენ. საოკუპაციო რეჟიმის სპეციალურმა წარმომადგენლელმა განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციები, რომლებიც ე.წ. საზღვართან მიმდინაროებს, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა და რომ ცხინვალმა უკვე თხოვა ევროკავშირს ამ თემასთან დაკავშირებით მოეწყოს ვადამდელი შეხვედრა ერგნეთში.

banner
წინა სტატიაშიმურატ ჯიოევი: ჩვენ სასაზღვრო ხაზი არასდროს დაგვირღვევია
შემდეგი სტატიასაოკუპაციო საზღვარზე საქართველოს დროშასთან შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან