დევნილთა სამინისტრომ კანონიერი მფლობელებისგან გამოსყიდული 21 ბინა დევნილებს დაუკანონა

დევნილთა სამინისტრომ, ნუცუბიძის მეოთხე მიკრო-რაიონში მდებარე კორპუსში, კერძო მესაკუთრეებისგან 21 ბინა გამოისყიდა. საცხოვრებელი სახლების გადაცემას სოზარ სუბარი პირადად დაესწრო.

აღნიშნულ კორპუსში დევნილები 2000 წლიდან ცხოვრობენ, საცხოვრებელი ფართების დაკანონება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. ბინების დაკანონების პროექტი, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, კიდევ ათ თვეს გაგრძელდება და შედეგად, წლის ბოლომდე 10 ათასამდე დევნილ ოჯახს მფლობელობაში არსებული ფართები კანონიერ საკუთრებაში გადაეცემა.

„21 წელია ვცხოვრობთ ამ ბინაში და ვერ მოგვარდა ეს საკითხი. ეს იყო კეთილი ნების სურვილი და პოლიტიკური საქმე, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. მადლობას ვუხდით ბატონ სოზარ, რომ ჩვენი ნაშრომი და ნაწვალები არ ჩაგვიყარა წყალში,“ – განაცხადა დევნილმა ხათუნა ქომეთიანმა.

სამინისტრომ 21 ბინის გამოსასყიდად 916 163.86 ლარი დახარჯა.

banner
წინა სტატიაშიამერიკა უკრაინას იარაღით მოამაგარებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა