ბიძინა ივანიშვილმა ნარმანიას თბილისური ხასიათის გათვალისწინება ურჩია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 28, 2015 22:43 განახლებულია

ბიძინა ივანიშვილმა ნარმანიას თბილისური ხასიათის გათვალისწინება ურჩია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავით ნარმანიას თბილისური ხასიათის გათვალისწინებას ურჩევს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ნარმანია თბილისელი არ არის.
“დავით ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს ქართული ხასიათი. ის თბილისელი არ არის. ამაზე ზოგიერთი თბილისელი შფოთავს და ხაზს უსვამენ. თბილისელი რომ არ არის, უჭირთ ამასთან შეგუება. ნარმანიამ ტემპს უნდა მოუმატოს, მაგრამ ჩვენც უნდა შევეგუოთ, რომ ასეთი მეთოდურობით გაკეთებული გვერჩივნოს იმ სისწრაფეს, რაც მიგვაჩვიეს ხელოვნურად”, – აღნიშნა ივანიშვილმა

“როდესაც ნარმანია წარვადგინე, ვთქვი, რომ კარგი მერი იქნებოდა და არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა და პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს, ვერ შეეწყო დასაწყისში თბილისის მერობას. ამავდროულად, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეწყო. რაღაც ეტაპზე მას გაუჭირდა. ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. მე მომწონს მისი მეთოდურობა და მისი ინერტულობაც, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია მართვაში რომ ასჯერ გაზომო და მერე გაჭრა და არა ის, “რასაც მიგვაჩვია ერთმა კაცმა, როცა ორ წელიწადში ასაშენებელი შენდებოდა ორ თვეში და შემდეგ ინგრეოდა და ფუჭდებოდა”.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 28, 2015 22:43 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics