ამერიკის ელჩი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

news
: news იანვარი 30, 2015 11:26

ამერიკის ელჩი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

მნიშვნელოვანი

  • ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმიანობის შესწავლას ეხება.

სხვა სტატიები

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმიანობის შესწავლას ეხება.

როგორც ნორლანდმა სასტუმრო “რედისონში” ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის, იგი ყოველთვის გულახდილად საუბრობს და იწვევს საზოგადოების ინტერესსა და დისკუსიას.

“მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც გახლავთ აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს კი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროცესისათვის. ამ შემთხვევაში მედია და არასამთავრობო სექტორი კრიტიკულ როლს თამაშობენ ამავე პროცესში. ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები – საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა. ელჩმა აღნიშნა, რომ მასალებს, რომელიც ამ ინტერვიუს უკავშირდება, დღეს ეცნობოდა.

news
: news იანვარი 30, 2015 11:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics