ზვიადი !!! ზვიადი !!! ზვიადი !!!” ეს მხოლოდ “პაკაზუხოაბაა” და სხვა არაფერი

ხელისუფლებას განსაკუთრებით საარჩევნოდ ახსენდება, ან როდესაც უჭირთ. პოლიტიკოსებს საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად სჭირდებათ, ან საერთოდ გვახსენდება მაშინ როდესაც გვახსენებენ.

დაპირებები?
“გამოძიების განახლება, დაპირებები დაპირებებზე, რომ აუცილებლად გამოიძიებენ და დაადგინა ვინ არის მკვლელი” და ა.შ. არა და პირველი პრეზიდენტის დაღუპვის მოწმეები არსებობენ და არავის აქვს უფლება, თუნდაც მორალური არ დაუჯეროს იმ ხალხს, ვინც პირველ პრეზიდენტს ბოლომდე გვერდში ედგა.

წინა აბზაცის ეს ბოლო ფრაზა ყოველთვის უხერხულ და სინანულის გრძნობას მიჩენს, რამეთუ ვინც გვერდში ედგა ისინი დღემდე იჩაგრებიან და ვინც პირველ პრეზიდენტს მოსაკლავად დასდევდა ან უღალატა, თუნდაც მის სიკვდილის შემდგომ, ყურადღების ზენიტში არაინ. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მედიალურ ყურადღებას, არამედ პოლიტიკურსაც და ფინანსურსაც.

აი, ისინი კი, ვინც გვერდში ედგნენ, ზოგიერთმა ციხე გამოიარა, ზოგი დღემდეა საქართველოდან გადახვეწილი და ზოგიერთს ის სამარცხვინო 22 ლარიანი ომის ვეტერანის პენსიაც კი არ ერგო.

არა და თუ ასე გინდათ დავაფასოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ჯერ იმათ ეცით პატივი ვინც გვერდში ბოლომდე ედგა, ვისაც დღემდე არ უღალატია იმ იდეებისთვის და არ “დაპროწიალობს” პარტიიდან პარტიაში პირადი ანგარების გამო.
თქვენ ჯერ ცოცხლებს არ სცემეთ პატივს და დაღუპულის საფლავებთან ცრემლებს ღვრით. რატომაც არა, ეს ხომ მომგებიანია.

უბრალოდ საწყენია, რამეთუ ასე ეს მხოლოდ “პაკაზუხოაბაა” და სხვა არაფერი.

საქართველოს ეროვნული გვარდიის ოფიცერი
გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ზუგდიდში
შემდეგი სტატია„ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე“ – ჯაბა იოსელიანი