„ზვიადი რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იქნება” – ეკა ბესელია ზვიად კვაჭანტირაძეზე საუბრობს

უმრავლესობიდან წასული კიდევ ერთი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე განმარტებებს იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა, დღეს გააკეთებს. უკვე ცნობილია, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ეკა ბესელიას გუნდს შეუერთდება. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ზვიად კვაჭანტირაძესთან, რომელმაც ეს ფაქტი დაადასტურა.

„ზვიადი რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იქნება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პოლიტიკურ პროცესებსაც. ის თანამოაზრე იყო ჩვენი და თანამოაზრედ რჩება. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც. მე არ მახსოვს საკითხი, რაზეც ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონია,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობას გუნდიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტით აცნობა. ის ამ დროს ბაქოში მივლინებით იმყოფებოდა.

“ქართული ოცნება” კი ახალ სახეებს ეძებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანონსებს, რომ პარტიიდან წასულებს მომავალი თაობის პერსპექტიული პოლიტიკოსები ჩაანაცვლებენ. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პარტიაში ახლა უკვე იმ სახეებს ეძებენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ერთგულებას დაუმტკიცებენ.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა მომხმარებლის მოტყუების და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა