ზვიად სიჭინავას პასუხი ,,თაიმერში,, გასულ ინფორმაციაზე… (VIDEO)

გუშინ ,,თაიმერში,, გასულ ინფორმაციაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ზვიად (დომენტი) სიჭინავას აფხაზეთში გაუხმაურებელ ვიზიტს ეხებოდა (რომლის შესახებაც ,,თაიმერმა,, ერთ-ერთი აფხაზი ქალბატონის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ფოტოდან შეიტყო… სტატიის ლინკი: http://www.timer.ge/?p=45109 ) ბატონმა ზვიადმა პასუხი, თავისი ინიციატივით, ტელეკომპანია ,,TVS,,-ით გასცა.
ბატონ ზვიად სიჭინავას პასუხებზე კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდვია… რის გამოც გთავაზობთ ამ გადაცემის სრულ ვიდეო-ვერსიას… თუმცა, მისი პასუხებიდან გამომდინარე რამდენიმე შეკითხვა დაგვებადა, რასაც აქვე ვსვამთ…

1. ბატონო ზვიად! თუ თქვენი ვიზიტი ისეთ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა, როგორც თავად აცხადებთ… ეს ვიზიტი 1-დან 3 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა აფხაზეთში… ,,თაიმერის,, მასალა კი 8 სექტემბერს დაიბეჭდა… რატომ ,,თაიმერის,, სტატიის გასვლამდე არ გამოაქვეყნეთ გადაცემაში გასული ვიდეომასალა და ფოტოები მედიაში ან სოციალურ ქსელში? თუ ამისი ვალდებულება არ გქონდათ (როგორც გადაცემის წამყვანმა შეგახსენათ) და საჭიროდ არ მიგაჩნდათ, მაშინ რატომ გამოაქვეყნეთ ეს მასალა ,,თაიმერის,, ინფორმაციის გასვლის შემდეგ?

2. ციტატა ზვიად სიჭინავას ინტერვიუდან… ,, ყველაზე დიდი გამარჯვება ქართულ ფეხბურთში… თასების თასი… ეთნიკურად ოსმა ვლადიმერ გუცაევმა და ეთნიკურად აფხაზმა ვიტალი დარასელიამ… ეს დიდი გამარჯვება ჩვენს ქვეყანას ამათმა მოუტანეს!,,

ბატონო ზვიად! მიუხედავად თქვენს მიერ დასახელებული ორი დიდი ფეხბურთელის უდიდესი წვლილისა იმ გამარჯვებაში, დანარჩენი ,,ეთნიკურად ქართველი,, ფეხბურთელების წვლილი არ ყოფილა?

3. კიდევ ერთი ციტატა ზვიად სიჭინავას ინტერვიუდან… ,,ფეხბურთი არის პოლიტიკის გარეშე! ნუთუ ამას ოდესმე გაიგებს ყველა?!,,
ბატონო ზვიად! იყო თუ არა ჩარეული პილიტიკა და პოლიტიკოსები… თქვენი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევაში?

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

/იხილეთ გადაცემის სრული ვიდეო-ვერსია/

banner
წინა სტატიაშიკვიტაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ…?
შემდეგი სტატიაპეტრე პოროშენკო: რუსეთს არ შეუძლია ჩვენი გარედან დამარცხება, ამიტომ ძირის გამოთხრას შიგნიდან ცდილობს