ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობას აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობას აპირებს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში კენჭს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატი, იყრის და არცერთ პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, რადგან ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ყოველდღიურად ვეცნობი ქალაქში არსებულ ვითარებას და ვსწავლობ მას. ვფიქრობ, რა არის გასაკეთებელი და რა შეიძლება გაკეთდეს, ბევრი კარგი რამის გაკეთება მინდა ჩემი ქალაქისთვის“

სიჭინავა ამბობს, რომ ქალაქის მერი პოლიტიკური პირი არ უნდა იყოს, თუმცა ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მერი უნდა იყოს მენეჯერი. მან უნდა მართოს ქალაქის ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები და ასე შემდეგ. ვიცი, რომ ირაკლი გოგოხია ბევრს აკეთებს ქალაქისთვის, თუმცა მოწინააღმდეგებიც ჰყავს“, – აღნიშნა სიჭინავამ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

წყარო

banner
წინა სტატიაშილარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
შემდეგი სტატიაგოცირიძე სუს-ზე: 118 მილიონი იხარჯება პოლიტიკური ოპოზიციის დევნაში