ზვიად სიჭინავა ზუგდიდელებს მიმართავს

ქ. ზუგდიდში და ზუგდიდის მუციციპალიტეტში მცხოვრებო თანამოქალაქეებო !

გადავწყვიტე, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში.
დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს განცდა იმისა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსი მცირეა, თუმცა გვავიწყდება უმთავრესი რამ, თვითმმართველობა ეკუთვნის ხალხს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა თუ შეხედულებისა და დავიცვათ ის ღირებებულები, რომელზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ხალხი მართავს ხელისუფლებას და არა ხელისუფლება ხალხს.
ერთად შევქმნათ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავალი”-წერს ზვიად სიჭინავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო პროცესის დაგეგმვა არ შეუძლია
შემდეგი სტატიამარტვილში, უკვე მეორეჯერ ე.წ ყოფილი ტექნიკუმის შენობა იწვის