ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა სწავლის ახალი მეთოდოლოგია გააცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა მანანა კაპეტივაძემ სწავლის ახალი მეთოდოლოგია გააცნო.

ის დისტანციური მეთოდით ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს გაკვეთილებს და მოსწავლეებს დავალებებს აძლევს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.

დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შესძლებს.

დისტანციური სწავლების ეფექტურობის მიზნით, 30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი ,,ტელესკოლა“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ტელეგაკვეთილები უტარდებათ.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა ცენტრი ოქრუაშვილის სასამართლოზე არ დაუშვეს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე:საქართველოს ეკლესიაში ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის ანატომია