ზვიად შალამბერიძემ: სუპერმარკეტებში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ არის

“რეგიონში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით, სუპერმარკეტებში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ არის. ყველანაირი სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს მუშაობა. ყველა სუპერმარკეტი, პურფუნთუშეულის საცხობები ითვალისწინებენ იმ სტანდარტებს, რისი რეკომენდაციაცაა გაცემული. არც მარაგის და არც ფასების მხრივ სანერვიულო არაფერია, ვაკონტროლებთ ყოველდღიურად, რომ მარაგები იყოს შევსებული, ფასებზეც კონტროლი გვაქვს, ასე რომ, ყველა პირველად მოხმარების პროდუქტის შეძენა უპრობლემოდ, უცვლელ ფასად არის შესაძლებელი”, -განაცხადა იმერეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული რამდენიმე სადღეღამისო საცხობს ეწვია და ფასის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, თუმცა გაირკვა, რომ ფასი არცერთი სახის პროდუქტზე არ გაზრდილა.

banner
წინა სტატიაშიკომპანიამ „არქი“ გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა
შემდეგი სტატიაინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა