ზვიად შალამბერიძე: საუკუნეების შემდეგაც ემახსოვრებათ ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იცავდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს

31 წლის წინ ჩვენს დამოუკიდებლობას და დღევანდელობას ბევრი ადამიანი შეეწირა, მაგრამ სასანგრე ბარებმა, ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა ვერ გათელეს ის, რაც გვაერთიანდებდა – თავისუფლების წყურვილი და გაუტეხელი სული, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებაშია აღნიშნული.

“1989 წლის 9 აპრილი არის დღე, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოსთვის, დღე, რომელმაც გაგვაერთიანა და მიზანს ასე ძალიან დაგვაახლოვა.

31 წლის წინ ჩვენს დამოუკიდებლობას და დღევანდელობას ბევრი ადამიანი შეეწირა, მაგრამ სასანგრე ბარებმა, ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა ვერ გათელეს ის, რაც გვაერთიანდებდა – თავისუფლების წყურვილი და გაუტეხელი სული.

ყველა თაობას ყოველთვის, საუკუნეების შემდეგაც ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც ასე თავდადებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მადლობა თავისუფლებისთვის!”, – აღნიშნულია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებაში, რომელიც ზვიად შალამბერიძის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აქვს
შემდეგი სტატიარუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა