ზვიად შალამბერიძე: რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის

შალამბერიძე კოვიდ ვითარებაზე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.

“რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის და არსებული სიტუაციის მართვა სრულად შეგვიძლია. ყველა სამედიცინო დაწესებულებას გაქვთ COVID-19-ის მართვის გამოცდილება და დღემდე დიდი შრომის შედეგად მართავდით პანდემიას. რეგიონის მასშტაბით საკმარისი საწოლფონდიც გვაქვს და ამ ეტაპზე დაახლოებით 1500-მდე ადგილის მობილიზება შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ ამ დღეებში არ გვექნება ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა და არ დაგვჭირდება არსებული საწოლფონდის სრულად ათვისება. პანდემიის სწორად მართვისთვის მთავარია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა” – განაცხადა ზვიად შალამბერიძე.

იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიტესლამ ელექტრომობილების ბიტკოინებზე გაყიდვა შეაჩერა
შემდეგი სტატიაჩხეიძე: რისთვის უნდა დასჭირვებოდა ეს უხეირო დემაგოგობა მამუკა ხაზარაძეს?