ზვიად შალამბერიძე ოდესის მერს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შეხვდა.

შეხვედრა ოდესის მერიაში გაიმართა და მას ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი ესწრებოდა.

მხარეებმა ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების, დეცენტრალიზაციის და გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის და ადმინისტრირების სფეროში.

საუბარი შეეხო ასევე აეროპორტის, ავიამიმოსვლის და დაინტერესებული ტურისტების ქუთაისის მიმართულებით გადამისამართების საკითხებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საპასუხო ვიზიტის თემა განიხილეს, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის და ოდესის მერის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქუთაისის საერთაშორისო უნივესტიტეტის საკითხი იყო, რომლის შესახებ საუბრის დროსაც ზვიად შალამბერიძემ გენადი ტრუხანოვს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს

თავის მხრივ, გენადი ტრუხანოვმა აღნიშნა, რომ ოდესაში მცხოვრები აბიტურიენტები არჩევანს პოლონურ უნივერსიტეტებზე აკეთებენ და მოხარული იქნება, თუ მიიღებენ შეთავაზებას და ოდესელი ახალგაზრდები ევროპული დონის განათლებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღებენ. მისივე თქმით, იმერეთში ვიზიტის დროს ის აუცილებელად ეწვევა უნივერსიტეტს და არსებულ ინფრასტრუქტურას და პირობებს ადგილზე გაეცნობა.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ოდესის მერმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ოდესის ცენტრში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიკონტრაბანდაში ჩაფლული ჩხოროწყუ
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : „ქართული ოცნების“ იზოლაცია უფრო გაღრმავდება