ზვიად შალამბერიძე: გილოცავთ სტუდენტობას, გისურვებთ თქვენი დიდი წვლილი შეიტანოთ საქართველოს წარმატებაში

გილოცავთ სტუდენტობას, განსაკუთრებით მათ, ვინც იმერეთში მიიღებთ განათლებას, რადგან აქ მოქმედ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, 15 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ფუნქციონირებას, სადაც თქვენ ევროპული დონის განათლებას მიიღებთ, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაშია აღნიშნული.
“ჩემო უმცროსო მეგობრებო, მეც ვარ ძალიან გახარებული, რადგან აბიტურიენტების უმრავლესობამ შეძლო სტუდენტის სტატუსის მიღება და გილოცავთ სტუდენტობას, განსაკუთრებით მათ, ვინც იმერეთში მიიღებთ განათლებას, რადგან იმერეთი, ქუთაისი ხდება საგანმანათლებო ჰაბი – აქ მოქმედ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, 15 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ფუნქციონირებას, სადაც თქვენ ევროპული დონის განათლებას მიიღებთ.
უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად, წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმის გამოყენებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქუთაისი განათლების და ამ კუთხით სიახლეების კერად ისტორიულად არის ცნობილი.
თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე და გისურვებთ, რომ იყოთ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე და თქვენი დიდი წვლილი შეიტანოთ საქართველოს წარმატებასა და განვითარებაში. ჩვენ ყველა გამოწვევას ერთად უნდა ვუპასუხოთ. მე თქვენ მეიმედებით!”, – აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება საინიციატივო ჯგუფის „შემახე ამნისტია“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით