ზვიად შალამბერიძე – 99 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანის ნაწილი სამწუხაროდ, კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ არის, თუმცა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით ესეც დასრულდება

ყველა ჩვენგანის ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გვახსოვდეს ყოველთვის ის, რაც მათ სამშობლოს სიყვარულმა გააკეთებინა, რათა ეს იყოს ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

“დღეს ჩვენ ვიხსნებთ 99 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერებს.

“1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებში იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი დაიჭრა და დაიღუპა. თითოეული ქართველის, ყველა ჩვენგანის ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გვახსოვდეს ყოველთვის ის, რაც მათ სამშობლოს სიყვარულმა გააკეთებინა, რათა ეს იყოს ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში უკვე არაერთი კურსანტი აღიზარდა მსგავსი გმირობის მაგალითებზე და კიდევ არაერთი თაობა აღიზრდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდები ყოველთვის ღირსეულად იქნებიან სამშობლოს სამსახურში.

99 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანის ნაწილი სამწუხაროდ, კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ არის, თუმცა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით ესეც დასრულდება და საქართველო კვლავ ერთიანი იქნება, თუნდაც იმ 22-23 წლის ახალგაზრდების ხსოვნისთვის, რომლებმაც წარმოუდგენელი თავდადება და პატრიოტიზმი გამოიჩინეს და მტერს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ასევე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

კადეტებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს. დღესვე, მაღალი აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და გამორჩეული დისციპლინის მქონე კადეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

banner
წინა სტატიაში2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარების შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზივიის გეგმა B ცნობილია
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ რსებული რთული გარემო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა