ზვიად რატიანის ადვოკატი ითხოვს, დაკავებისას გადაღებული ვიდეომასალა საქმეს მტკიცებულებად არ დაერთოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიციის წევრებმა რამდენიმე ვიდეოჩანაწერი წარმოადგინეს. შესაბამისი ფაილი მოსამართლემ კომპიუტერში ჩართო, რომელსაც ზვიად რატიანი და მისი ადვოკატი უსმენდნენ.

სხდომაზე დამსწრეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ვიდეოს ვიზუალური მხარე ენახათ. მასში შეურაცხმყოფელი ფრაზები ისმოდა.

ადვოკატმა განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია, რითია გადაღებული ეს ვიდეოები. ადვოკატი ითხოვს, რომ ჩანაწერები საქმეს მტკიცებულებად არ დაერთოს.

banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატია„თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მხოლოდ 1,5 თეთრით გაზრდა კომპანიას განვითარების საშუალება არ აძლევს