ზვიად ქორიძე – შეწყალების ახალი აქტი მზადდება

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალების პროცესი დაწყებულია. როგორც ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეწყალების კომისია მთელი გასული კვირის განმავლობაში მუშაობდა და ახალი აქტი მზადდება.
რაც შეეხება ე.წ. პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამის შესახებ ზვიად ქორიძე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას უნდა მიმართონ.
ჟურნალისტების შეკითხვას, სანდო იყო თუ არა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებები, ზვიად ქორიძემ უპასუხა, რომ ამაზე ჟურნალისტებმა ალეკო ელისაშვილს უნდა მიმართონ.

banner
წინა სტატიაშიეს ჩემთვის თემა არ არის – თეა წულუკიანი NDI-ის კვლევებზე
შემდეგი სტატიასაქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სისტემის რეფორმირება იგეგმება