ზვიად ქორიძე – შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერ სამუშაო პროცესია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროექტს უშუალოდ იმ ჯგუფების მხრიდან გაეცნო, რომლებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობენ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შესაძლებელია შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზე საუბარი, ოღონდ ეს ჯერ სამუშაო პროცესია.

“შეხვედრა შედგა, რადგან პრეზიდენტსა და იმ სამსახურებს, რომლებიც პრეზიდენტს ამ უფლებამოსილების აღსრულებაში ეხმარებიან, მიეღოთ ინფორმაცია უშუალოდ იმ ჯგუფებისგან, რომლებიც ნარკოპოლიტიკაზე და მის ლიბერალიზაციაზე მუშაობენ ქვეყანაში. ბუნებრივია, ერთ-ერთი შედეგი ამ შეხვედრისა იყო ,რომ შეწყალების საქმეთა კომისია, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და პრაქტიკულად ამზადებს იმ მასალებს, რომლებსაც მერე პრეზიდენტს სთავაზობთ, შეხვდეს ამ ჯგუფს, მათთან ერთად იმსჯელოს ამ საკითხებზე, როგორ შეიძლება მოხდეს ნარკოპოლოტიკის გააზრება. შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერჯერობით არის სამუშაო პროცესი”, -განაცხადა ზვიად ქორიძემ.

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” ერთ-ერთი წევრის დათო სუბელიანის თქმით, 2018 წლიდან უკვე გარკვეული შედეგბი იქნება.

“ჩვენ ვეძიებდით პრეზიდენტთან შეწყალების მეტ შესაძლებლობას, შემხვედრი იყო პოზიციებიც. სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა იანვრის დასაწყისში და ვფიქრობთ, პირველივე შეწყალების ტალღაზე, უკვე 2018 წელს, გვექნება გარკვეული შედეგები”, -აღნიშნა დათო სუბელიანმა.

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციებმა პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს და გიორგი მარგველაშვილს მათ მიერ შემუშავებულ ნარკოპოლოტიკის რეფორმის პროექტს გააცნეს.

banner
წინა სტატიაშიექიმი – თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, დინამიკა არ ვლინდება
შემდეგი სტატიასანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო