ზვიად ლაგვილავას ოჯახი დემურ ბარამიას უდანაშაულოდ მიიჩნევს

guerniaaaaaaსუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირი დემურ (დემუშა) ბარამია აცხადებს, რომ არ სჯერა ოფიციალური ვერსიის, რომლის მიხედვითაც შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება წყლის გამაცხელებელი ავზის არასწორმა დამონტაჟბამ გამოიწვია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა თქვა: “არ მჯერა რომ ლაგვილავას გარდაცვალება და აფეთქება წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია”
იგივე აზრზეა გარდაცვლილის ოჯახი. ისინი პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ლაგვილავა მოკლულია. ისინი ეჭვმიტანილად კი ონისე კვაშილავას ასახელებენ, რომელიც მოქმედი სამართალდამცავია.
ცნობილია, რომ ლაგვილავა იმ თანამდებობაზე დანიშნეს, რომელსაც მანამდე კვაშილავა იკავებდა. ოჯახი აცხადებს, რომ ამის გამო კვაშილავასა და ლაგვილავას შორის დაპირისპირებაც მოხდა. სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარ აფეთქებამდე კვაშილავა ლაგვილავას დაემუქრა. ამ წუთებში ლაგვილას ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან იმყოფება. ისინი გუბერნატორ ლევან შონიასაგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ, ვახტანგ გომელაურისაგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. გარდაცვლილის ოჯახმა გუბერნიაში შეჭრა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატია24 აპრილამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი