ზვიად კვარაცხელია: მე რუსთაველის გამზირზე ვიყავი ,მაგრამ არ მიმაჩნია რომ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა

„მე ნამდვილად, ვიყავი მათ შორის, ვინც რუსთაველზე იყო. ესაა ჩემი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრი. პროპაგანდისტულ არხებს უნდა წარმოადგინონ, რომ უკმაყოფილო ხალხი ცოტაა. 330 დღეზე მეტია, რაც იკრიბება ხალხი, ყოველ დღე იკეტება რუსთაველი, ყოველ დღე ამდენი ხალხი გამოდის და აფიქსირებს საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის და ჭაობში ჩატოვების წინააღმდეგ პროტესტს.
რაც შეეხება გზის გადაკეტვას, გზა გადაკეტა ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქართველოსთვის. აი ამისთვის გამოვდივარ მე ყოველდღიურად რუსთაველზე.
შეიძლება კადრების ნახვაც, რომ მთელი პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორია ტროტუარზე იყო ძალიან ბევრი ადამიანი და ეს იძლეოდა იმის საშუალებას, რომ რუსთაველი გადაკეტილიყო. რუსთაველი მგონია ყოველდღე უნდა გადაიკეტოს. მე რუსთაველის გამზირზე ვიყავი ,მაგრამ არ მიმაჩნია რომ ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა“, — თქვა ზვიად კვარაცხელიამ სასამართლო პროცესზე

banner
წინა სტატიაშიაქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიადაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას