ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება პოლიტიკური საკითხია და სამართლებრივი დასაბუთება არ სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული.

ირაკლი კობახიძე ამ თვალსაზრისით დეპუტატების კითხვებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რატომ ხდება ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენება და როგორ აფასებს მის საქმიანობას. კობახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდება როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლის საფუძველზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის შემთხვევა პოლიტიკური საკითხია და ამას სამართლებრივი დასაბუთება არ სჭირდება.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. უმრავლესობა შეიკრიბა და ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებდა და უხერხულ მდგომარეობაში გადაწყვიტა ჩვენი ჩაყენება. რაც შეეხება იმას, ახორციელებდა თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას, გადაყენების საკითხს ამასთან კავშირი არ აქვს, თუმცა უმრავლესობის სხდომაზე ითქვა, რომ მისი საქმიანობა არ გამოირჩეოდა წარმატებით“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხის განხვილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია უმრავლესობის წევრებს – ეს არის სასჯელი იმიტომ, რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ?