ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა “მრეწველებთანაც” უნდა გამართოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ის უმრავლესობის განცხადებებთან თანხვედრაშია.

“2030”-ის პირდაპირ ეთერში კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ პრობლემები გუნდში უნდა მოგვარდეს და გარეთ ნაკლებად იხმაურონ.

“მივესალმებით და ვიზიარებთ პრემიერის განცხადებას, რადგან ის ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებთან თანხვედრაში მოდის. პრობლემები შიგნით უნდა მოვაგვაროთ და გარეთ ნაკლებად ვიხმაუროთ. მნიშვნელობა არ აქვს, პირველად ვინ ვის ატკინა გული. არ დავუშვებთ, რომ მცირე გაუგებრობიდან დაწყებული ურთიერთდაპირისპირება უფრო დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ასეთივე შეხვედრა, როგორიც რესპუბლიკელებთან იყო, მრეწველებთანაც უნდა შედგეს”,- აცხადებს კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აქვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა განცხადებაში სწორი აქცენტები გააკეთა.

“პრემიერის განცხადება დაბალანსებულია. მან სწორი აქცენტები გააკეთა. ჯარზე მუდმივად აპელირება, გარკვეულწილად, მისი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ირიბი მცდელობაა. მსგავსი მდგომარეობისგან ჯარი მაქსიმალურად დაზღვეული უნდა იყოს. პრემიერის ადრესატები მხოლოდ ჩვენი “რესპუბლიკელი” და “მრეწველი” კოლეგები არ არიან. არცერთ კომენტარში, რომელიც ჩვენი კოლეგების მხრიდან კეთდებოდა, ვიწროპარტიული ინტერესებიდან დაზღვეული არ ვიყავით. მისი მიმართვა ყველა იმ პოლიტიკოსს ეხება, ვინც პროცესში ამა თუ იმ ფორმით იყო ჩართული”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” კოალიციაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდება