ზვიად კვაჭანტირაძე: ვისურვებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოერთებულიყო ამ მიმართვას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ „ნაციონალურ მოზრაობას“ მოუწოდა, შეუერთდეს ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის მისამართით საქართველოს პარლამენტის მიმართვის პროექტს.

როგორც კვჭანტირაძემ აღნიშნული მიმართვის პროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა, დოკუმენტი ქართველი ხალხის ევროპულ იდეალებს გამოხატავს, იქიდან გამომდინარე, რომ ის საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივად შეიმუშავა.

„მისასალმებელია ის, რომ საქართველოში ფუნქციონერებადმა არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიებმაც, შეიმუშავეს მიმართვა და მიესალმებიან ვიზალიბერალიზაციისთვის მწვანე შუქის ანთებას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს ევროპული იდეალების მიმართ ნამდვილად არ შეუცვლია დამოკიდებულება. ვისურვებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოერთებულიყო ამ მიმართვას იმ ფორმით და იმ კომპრომისით, რომელიც უკვე გავაკეთეთ, მაგრამ თუ ეს მათი სურვილი არ არის, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, პროგრესი, რაც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ქვეყანას გააჩნია, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნებსი“ დამსახურებაა.

„ის მომენტი, სადაც ვართ მოსულები, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ მემკვიდრეობითობას და იმასაც, რომ წინა ხელისუფლებასაც, თქვენს ხელისიუფლებასაც და იმის წინა ხელისუფლებასაც გარკვეული წვლილი აქვს მთელს ამ პროცესში, რადგანაც ეს ქართველი ხალხის ურყევი ნებაა“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” მიმართვის ტექსტი განიხილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მიმართავს.

საპარლამენტო უმცირესობა ტექსტში მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოწოდების ჩამატებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიდავით კირვალიძე – არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას და პროკურატურას მიმართავს