ზვიად კვაჭანტირაძე – თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ავიღებთ დიდი ჯოხს და ცემას დავუწყებთ მეჭიაურს, ასე არ მოხდება

ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ცდილობს, ადგილი დაიმკვიდროს იქ, სადაც საკუთარი აზრებისა და მსოფლმხედველობისთვის შეიძლება უფრო ნოყიერი ნიადაგი არსებობდეს, – ამ კონტექსტში განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თანაფრაქციელის, თამაზ მეჭიაურის განცხადებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ”ყველაფერი, რაც დღეს ხდება – გააქტიურება ტელეკამერებისა და ჟურნალისტების წინაშე, ჯერ კიდევ გამოუცხადებელი წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია”.

”ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს იქ, სადაც საკუთარი აზრებისა და მსოფლმხედველობისთვის უფრო ნოყიერი ნიადაგი შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას“ – “ქართული ოცნების“ კურსი არის ურყევი. მოდის ყრილობა და იქაც ძალიან ხმამაღლა მოხდება ამის დეკლარირება. რამდენადაც პატივს არ უნდა ვცემდეთ ადამიანის და პარლამენტის წევრის გამოხატვის უფლებას, არ შეიძლება ერთი პარლამენტარის აზრზე ააგო დამოკიდებულება და შეფასებები კონკრეტული მმართველი ძალის მიმართ. თამაზ მეჭიაური სწორ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ავიღებთ დიდი ჯოხს და ამის გამო ცემას დავუწყებთ მეჭიაურს, ასე არ მოხდება. პარტიას აქვს თავისი რეგლამენტი და ამ რეგლამენტისა და პარტიის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, როცა ამის დროს დადგება“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში”თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა