ზვიად კვაჭანტირაძე: თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტიარძის განცხადებით, გრიგორი კარასინი განცხადების გაკეთებისას სავარაუდოდ მარტო მის აზრს არ აფიქსირებდა.

როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოსმენა აუცილებელია.

,,მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეული მესიჯიც მივიღეთ კარასინის პირით და მოდით ვაღიაროთ, რომ ის მარტო საკუთარ აზრს ალბათ არ ახმოვანდებდა. როდესაც ასე თითის დაქნევით გველაპარაკა მე ვფიქრობ ერთის მხრივ ეს სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რასთან გვაქ საქმე. თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ეს ფორმატი მომართულია სულ სხვა მიზნებისთვის.

ერთმნიშვნელოვნად მის განცხადებებს ცინიკურის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი კარასინი ამ განცხადებაში გაცდა თავისი უფლება მოსილების ფარგლებს ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ვგულისხმობ წარმომადგენელს იმ კონკრეტულ ფორმატში მოლაპარაკებებზე და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ ასეთი ტონალობა კიდევ იქნება გაჟღერებული, ბატონი კარასინის მხრიდან დავაყენოთ საკითხი ამ ფორმატის ხარისხობრივი ცვლილების შესახებ”-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ “დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებაა. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი ჯერ თავს იკავებს, მაგრამ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი”. კარასინმა ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებაც მოითხოვა, რათა რუსეთის დელეგაციამ თბილისში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსვლა შეძლოს.

banner
წინა სტატიაშიერთ კვირაში გახდება ცნობილი, გამართავენ თუ არა საქართველოში კონცერტებს უცხოელი ვარსკვლავები
შემდეგი სტატია(video)სააკაშვილი გაჩეჩილაძეს: მაინტერესებს, იღებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი თქვენგან ანაზღაურებას