ზვიად კვაჭანტირაძე: სლოვაკეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა დაგვიდასტურა

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონში არსებული გამოწვევები და შიდა პოლიტიკური საკითხები განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სლოვაკეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე. მოლაპარაკებას უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დეპუტატების განმარტებით სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვარშავის სამიტის წინ საქართველოს მხარდაჭერა.

“სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ ვგრძნობდით რომ ჩვენს წინაშე იჯდა ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მალე შეუდგება ევრო კავშირის მოქმედი პრეზიდენტის ფუნქციების განხორციელებას. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და პრეზიდენტმა დაგვიდასტურა ასეთი მხარდაჭერა,“ – განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ხვალ სავარაუდოდ ეს სასამართლო ეცდება დაასრულოს რუსთავი 2
შემდეგი სტატია(video) “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს