ზვიად კვაჭანტირაძე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ შესაძლო თაღლითური სქემების საქმის სწრაფად გამოძიებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ შესაძლო თაღლითური სქემების საქმის სწრაფად გამოძიებას ითხოვს, – ამის შესახებ კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართუ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს გარკვეული ჯგუფები არჩევნებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად აწვდიან.

„მინდა ყველას მივმართო თხოვნით, გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად შემოდის თანამემამულეების ჯგუფებში და კონკრეტულ პიროვნებებთან. გამოვიყენოთ ამისთვის საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში მოქმედი 24-საათიანი ცხელი ხაზის სერვისი. დაწესებულებები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობენ.

დამატებით, მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალ იწურება დღე, როცა შეგიძლიათ, დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი მონაწილეობა და ჩართულობა საარჩევნო სიებში.

მივმართავ შესაბამის უწყებებსა და ორგანოებს აღნიშნული შესაძლო თაღლითური სქემები სასწრაფო რეჟიმში იქნას გამოძიებული და ასეთების დადასტურების შემთვევაში, მიღებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ამასთან, როგორც დღეს პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე სოფიო ქაცარავამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთავი 2“-ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც არჩევნების დისკრედიტაციასა და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა : „ნაციონალურ მოძრაობას“ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია
შემდეგი სტატია“ოცნება” განზრახ ამახინჯებს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს” – გიორგი ვაშაძე სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ფეიკ-ნიუსზე