ზვიად კვაჭანტირაძე: ქვეყნის განვითარება მხოლოდ ევროპული ღირებულებების რეალიზებითაა შესაძლებელი

ჩვენი ქვეყნის განვითარება მხოლოდ ევროპული ღირებულებების რეალიზებითაა შესაძლებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო თავის ტრადიციებით, კულტურით ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი.

„ევროპული ინტეგრაცია არის სახელმწიფოს მთავარი პრიორიოტეტი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, სტაბილურობის, დემოკრატიის, თანასწორობის და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს საზოგადოებამ უნდა გაიზიაროს ევროპულის გამოცდილება. ჩვენი ქვეყნის განვითარება მხოლოდ ევროპული ღირებულებების რეალიზებითაა შესაძლებელი. ჩვენ ქართველები, რომლებიც ევროპული ოჯახის კართან ვდგავართ, ამაყები ვართ გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ გვსურს გვქონდეს ადგილი ამ საზოგადოებაში, რომელსაც ისტორიულად ვეკუთვნით. დღეს ჩვენ ჩვენი ისტორიული მისწრაფების პირველ შედეგებს ვიღებთ და ევროპელი კოლეგების მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, ახლა საქართველოში ათასობით ქართველი, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მთელი ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთი ოსეთიდან ადევნებენ თვალს ამ დარბაზში მიმდინარე შეხვედრას და ელიან ცხოვრებას ერთ ოჯახში, რომლის ნაწილიც საქართველოა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატია“აუდიტორია 115”-ის აქცია დაიშალა