ზვიად კვაჭანტირაძე – მეორე ტური სერიოზული გამოცდა იყო ჩვენი დემოკრატიისთვის

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო სერიოზული გამოცდა ჩვენი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩევლების აქტივობის გაზრდა მისასალმებელია.

„ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევანი ჩვეულებრივ კანდიდატებს შორის. აქ იყო არჩევანი გასაკეთებელი ორ გზას შორის. მეორე ტური იყო სერიოზული გამოცდა ჩვენი დემოკრატიისთვის და ის, რომ მეორე ტურმა ჩაიარა მშვიდობიან გარემოში, მცირე ექსცესებს თუ არ ჩავთვლით, არის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია პოლიტიკური თვალსაზრისით. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არჩევნები არის ის მომენტი, როცა ყველას გვმართებს აბსოლუტური მობილიზება, რათა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი. აქტივობა, რომელი წინა ტურთან შედარებით გაზრდილია, მისასალმებელია”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხი მკვეთრი ვარდნის თაობაზე
შემდეგი სტატია,,სალომე ზურაბიშვილს აქვს სერიოზული რესურსი, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს არ გააჩნია”