ზვიად კვაჭანტირაძე: გიგი უგულავას ერთიდაიგივე საქმეზე განმეორებით დაჭერის შესახებ არის ყოვლად უგუნური გადაწყვეტილება

დღევანდელი გადაწყვეტილება გიგი უგულავას ერთიდაიგივე საქმეზე განმეორებით დაჭერის შესახებ არის ყოვლად უგუნური გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. იგი იყო დამნაშავე და მან უკვე მოიხადა ამისთვის სასჯელი. ასეთი ქმედებებით ხელისუფლებას ხელოვნურად შეყავს პოლიტიკური პროცესები ჩიხში. ვერაფერს ვერ მოიგებს ამით ოცნება, თუმცა მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ პოლიტპატიმრების გაჩენით ( უგულავას აუცილებლად აღიარებენ ასეთად, აგერ ნახავთ ! ) ქვეყანაში საბედისწერო უკუსვლას ვიწყებთ და თუ ასე გაგრძელდა უფსკრულის პირას აღმოვჩნდებით მალე.
დროა გონს მოვეგოთ-აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით
შემდეგი სტატიაკოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების მოყინვა გამოიწვიოს