ზვიად კვაჭანტირაძე – გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება და არა საქართველოს

საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის საკითხს შესაძლოა, რაღაც პიროებები დაემატოს, თუმცა გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება,- ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში დეპუტატმა, საპარლამენტუ უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადს და საქართველო ლტოლვილების სატრანზიტო ქვეყანა არ არის.

„დანარჩენი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის, უბრალოდ დართულია ამ ინფორმაციაში. საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთისდან ლტოლვილების ნაკადს. ამ თვალსაზრისით კი, უპირველესად თურქეთია ევროპისთვის კრიტიკული მომენტი. საქართველო არ არის ლტოლვილების სატრანზიტო ქვეყანა. ამ თალსაზრისით საქართველოს ჩართვა ამ პროცესში წარმოუდგენლად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ეს განზოგადებული ინფორმაციაა საქართველოსთან მიმართებაში. შესაძლებელია, რაღაც პიროებები დაემატოს და ამაზე ბევრჯერ იყო საუბარი, თუმცა გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება“,-აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.

გერმანულმა გამოცემამ Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, შეიტანოს პუნქტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.

banner
წინა სტატიაშიყირიმში რუსული ავიაციის სწავლებები გაიმართა
შემდეგი სტატიაკატარის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ნავთობზე ისევ დაეცა ფასი