ზვიად კვაჭანტირაძე: გასაოცარია, რომ ზაქარეიშვილმა შეკითხვები დასვა მმართველი ძალის კურსთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პაატა ზაქარეიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და ამ კრიტიკასთან დააკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით მისთვის გასაკვირია, რომ მმართველი გუნდი საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება და მისი თქმით პრემიერსაც მისი მსგავსი მოსაზრება გაუჩნდა.
„პაატა ზაქარეიშვილმა გარკვეულწილად შეკითხვები დასვა მმართველი პოლიტიკური ძალის კურსთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის გასაოცარია. ეჭვიც არ მეპარება, რომ პრემიერ მინისტრსაც იგივე მოსაზრება გაუჩნდა. ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ ერთი განცხადების გამო ვინმეს თანამდებობის დატოვება მოეთხოვოს. თუმცა თუკი ამ განცხადებას იგივე პაატა ზაქარეიშვილისთვის ძალიან სერიოზული საფუძველი აქვს მაშინ ის ამ კითხვებზე პასუხის გაცემით გუნდის შიგნით უნდა დაინტერესდეს.“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი „რესპუბლიკელი“ მინისტრი პააატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ როგორ უყურებს ამ წვრთნებს და შესაბამისად მეჭიაურის განცხადებას თავად „ქართული ოცნება“. მისნიტრის ეს განცხადება პრემიერის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

banner
წინა სტატიაშიარეულობები ბელგიის ციხეში
შემდეგი სტატიამეორე დღეა, ოჯახის წევრები 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეძებენ