ზვიად კვაჭანტირაძე: გადაწყვეტილება მიღებულია, კოალიციის ყველა სუბიექტი კენჭს ცალ-ცალკე იყრის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

პრემიერ-მინისტრის უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„განვიხილეთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ვიმსჯელეთ არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მომავალი კვირის დასაწყისისთვის, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ალბათ შედგება კომუნიკაცია. ვფიქრობ, განხილვა იქნება პოზიტიური“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო სიებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„პოლიტსაბჭოს ფორმატში ამაზე საუბარი ზედმეტია. გადაწყვეტილება მიღებულია, კოალიციის ყველა სუბიექტი კენჭს ცალ-ცალკე იყრის,“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ზურაბ ტყემალაძე ადასტურებს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო საპარლამენტო მუშაობის თაობაზე თუ რა საკითხების დღის წესრიგში.

banner
წინა სტატიაში“ის, რომ შსს-ს თანამშრომელმა ქვეყნიდან მნიშვნელოვანი მასალები გაიტანა, არის დიდი ტყუილი”
შემდეგი სტატიაისრაელი და აზერბაიჯანი: სტრატეგიული თანამშრომლობა