ზვიად კვაჭანტირაძე: „ჩემზეც ჩორტაობენ“

შეგნებულად „ჩორტაობენ“ (მაპატიეთ ჟარგონისთვის). დღეს ჩემზეც ჩააგდეს,“ – ამის შესახებ „ფეისბუქში“ ჯერ კიდევ მოქმედი უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე წერს და გურიაში ომხდარ ერთ ამბავს იხსენებს:
„რომ კითხო გეტყვიან, „ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაციაო“. არადა, ეს „წყაროც“ თავად არიან ხშირად. ჰოდა, როგორც ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა უთხრა ერთ ჟურნალისტს: – ვინ გითხრა ცავ მაი აბდლური? – ჩვენმა წყარომ…. – ჰოდა, მოგიფსი მაგ წყაროში (გულწრფელი ბოდიში ყველასთან პირდაპირობისთვის, მაგრამ უკეთესად ვერ გადმოგცემდით ჩემს დამოკიდებულებას შეგნებულად გავრცელებული ჭორების და “ჩორტების” მიმართ. მგონი, კარგად ხვდებით, რომ ყველას არ ეხება და არ დაიწყოთ ახლა ბუტიაობა. თავადაც მიხვდება ის კონკრეტული წრე, ვისაც ეხება).

van
P.S. ალბათ, გასაგებია, რომ დღევანდელი და ხვალინდელი “ჩორტაობები” პასუხია ჩემს დღევანდელ საჯარო სტატუსებზე.“
ზვიად კვაჭანტირაძეს ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც უმრავლესობის ლიდერის სტატუსზე შემდეგი კომენტარი დაწერა:
„პოლიტიკოსისთვის ყველაფერი კარგია, ნეკროლოგის გარდა – ეს პიარის დაუწერელი წესია:)) ასე რომ, „ჩორტაობაში“ ცუდი არაფერია.“

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ალეპოს ჰუმანიტარული პაუზა გაუხანგრძლივა
შემდეგი სტატიასირიაში რუსეთის საელჩო დაიბომბა