ზვიად კუპრავას სცემეს

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წევრი გიორგი კაპანაძე ავრცელებს.

„ამ წუთას რეჟიმის ტიტუშკები დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთ-ერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება. ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონავირუსად უნდა გამოცხადებულიყო.
ივანიშვილო პირადად და პერსონალურად ხარ პასუხისმგებელი ამ ნაძირლობაზე. ნამდვილად არ უნდა შეგრჩეს და არც შეგრჩება“, – წერს გიორგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიფოთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის საბაჟო სამსახური ავრცელებს კადრებს, თუ როგორ გადაკვეთა კორონავირუსით დაავადებულმა საქართველოს მოქალაქემ ირან-აზერბაიჯანის საზღვარი