ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს. უფლებადამცველის განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენი ქვეყანაში, სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.
საქმე ეხება სასამართლოს შენობაში მომხდარ ფაქტს. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, რის გამოც ზვიად კუპრავას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

„ზვიად კუპრავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ფაქტობრივად ნიშნავს, სასამართლოს მიმართ ნებისმიერი კრიტიკის აკრძალვას და ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი გამოხატვის თავისუფლებისკენ. საკონსტიტუციო სასამართლო ვთვლი, რომ ამ საკითხს ასე არ დატოვებს და ის იმსჯელებს ძალიან ბევრ საკითხზე და უფრო გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით გადაწყვეტს და გამოხატვის თავისუფლების სასიკეთოდ გადაწყვეტს და არ დაგვიწესებს ფილტრს, ჩვენს გამოხატვაზე და ჩვენს სიტყვებზე,“-აცხადებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს გუბერნატოს ახალი მოადგილე ჰყავს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი: ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის ერთ-ერთი პუტინის გინებაა