ზვიად კუპრავას საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. გასულ კვირას გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მათ შორის, დაიკითხა ზვიად კუპრავაც. მხარეებმა ამით მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს.

როგორც საქმის პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი განმარტავს, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. მისივე თქმით, სქემაში არსებული მტკიცებულებები ზვიად კუპრავას მიერ კონკრეტული მოსამართლის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზის წარმოთქმას ადასტურებს.

საპირისპიროს ამტკიცებს ზვიად კუპრავას ადვოკატი, ლევან დავითაია და აღნიშნავს, რომ კუპრავას საქმე პოლიტიზირებულია.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაე. წ. “თერგის ბაზრობის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია