ზვიად კუპრავას ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზვიად კუპრავას სასჯელის ზომად ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან, მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან დაიწყება.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : პრაქტიკულად დღეს ჩვენ ვნახეთ, ზვიად კუპრავა დააკავეს იმიტომ, რომ მას ყურებიანი ქუდი არ ეხურა