ზვიად კუპრავა ზურგიდან მომეპარა და წიხლი ამომარტყა – ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი

„შემოვბრუნდი, უკნიდან, ზურგიდან მომეპარა და ამომარტყა წიხლი,“ – ეს განცხადება, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სასამართლო პროცესზე ზვიად კუპრავას მისამართით გააკეთა. ის დაზარალებულის სტატუსით საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში – წიხლის ამორტყმაში ადანაშაულებს.

სწორედ ზაქარეიშვილისთვის, წიხლის ამორტყმის გამო, ზვიად კუპრავას ბრალი 19 თებერვალს წაუყენეს.

ადვოკატის დაკითხვის დეტალებზე პროკურორმა ისაუბრა. დავით კიკაჩეიშვილის თქმით, დაკითხვის დროს ზაქარეიშვილმა დაადასტურა, რომ ზვიად კუპრავამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ტკივილი განიცადა.

ზაქარეიშვილის დაკითხვის დეტალებზე ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამაც ისაუბრა.

„დაზარალებული მიუთითებს ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც მან გაიყუჩა, დაახლოებით, 8 საათის მერე ციტრამონის მეშვეობით. გარდა ამისა, ვრცლად ისაუბრა იმ მორალურ ზიანზე, რომელიც კუპრავას მხრიდან იყო მიღებული. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ ყველაფერში ახსნა, იქიდან გამომდინარე, რომ ზაქარეიშვილი პირდაპირ უპირისპირდებოდა ზვიად კუპრავას, როგორც მისი პოლიტიკური საქმიანობიდან, ასევე ზოგადად საზოგადო აქტივობიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 1 პირი მიეცა