ზვიად კუპრავა ვარაუდობს, რომ მას დააკავებენ

ზვიად კუპრავა ფიქრობს, რომ გამოძიების ფარგლებში მას დააკავებენ. განცხადება კუპრავამ შსს-სთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მან სამომავლო სამომავლო გეგმებსა და აქციებზე ისაუბრა. კუპრავა ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად მაინც გააგრძელებენ.
რაც შეეხება სარალიძესა და მაჩალიკაშვილს. ისინი პრემიერს და შს მინისტრს მოუწოდებენ შეწყვიტონ იმ მოქალაქეების დევნა, რომლებიც საკუთარი აზრის გამოსახატად აქციებს მართავენ. მაჩალიკაშვილი და სარალიძე ფიქრობენ, რომ კუპრავას წინააღმდეგ სასამართლოს შეურაცხყოფის მუხლით აღძრული საქმე არის მცდელობა, რომ არ ჩატარდეს დაგეგმილი აქციები სუს-თან.
“ის აბსურდი, რაც გუშინ შსს-მ გაავრცელა, არაფერ კავშირში არ არის სამართალთან. ეს არის შსს-ს პოლიტიკური გადაწყვეტილება , რომელიც მიზნად ისახავს ჩემს ორთვიანი წინასწარი პატიმრობით გამომწყვდევას ციხეში იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესები, რომელიც მიდის ბატონ ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, შეანელონ და ჩაახშონ მუხტი.” აცხადბს კუპრავა და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის დავალება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო:
“2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები” ნათქვამია შსს-ს ინფრომაციაში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : ჩვენ წარვადგენთ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას
შემდეგი სტატიავიწყებთ ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან