ზვიად კუპრავა თავდასხმის დეტალებს იხსენებს

მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მხარდაჭერისა და გულისხმიერებისთვის. თავდამსხმელებმა თან წაიღეს ჩემი ტელეფონი და რადგან პაროლი არ მახსოვდა ამიტომ ამ დრომდე ვერ ვახერხებდი ფბ-ზე შემოსვლას.
ამბავი იყო ასეთი..
დაახლიებით 20:15 სთ-ზე გამოვედი დიღმის მასივიდან, გიორგი კაპანაძის ოფისიდან სადაც გიორგისთან ერთად შს მინისტრის მოადგილის ცაციაშვილის კონკრეტულ კორუფციულ სქემაზე ვმუშაობდით და უახლოეს დღეებში ვგეგმავდით სკანდალური სიუჟეტის გაკეთებას. ამის შემდეგ დავიძარი მრტო სახლისკენ და დაახლოებით 20:40 წთ-ზე შემოვედი ჩემი კორპუსის ეზოში, სადარბაზოს წინ 2 მეტრში გავაჩერე მანქანა და გადმოვედი, რა დროსაც მარჯვნიდან მომიახლოვდა ორი სპორტული აღნაგობის 27-28 წლამდე პიროვნება და მითხრეს სიტყვა ,,უკაცრავად” (თითქოს ვინმეს ან რამეს ეძებდნენო) რაზეც მე მივიხედე მათი მიმართულებით და იმ მომენტშივე შემომასხეს სპრეი, გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება რომელმაც მომენტალურად გამოიწვია თვალების ძლიერი წვა, ტკივილი და ფაქტიურად სრულიად გამოვედი მდგომარეობიდან. ამის შემდეგ ამ პირებმა დაიწყეს ,,მუშაობა” და აბსოლიტურად უსიტყვოდ, უემოციოდ კასტეტებით შეიარაღებულებმა შეასრულეს ის დავალება, რაც მათთვის იყო მიცემული. ბოლოს კი ის ღვინით სავსე ბოთლი გადამამტვრიეს თავზე, რომელიც გიორგი კაპანაძემ მაჩუქა 1 საათით ადრე, მისი ოფისადან გასვლის წინ.
შეიძლება ითქვას გადავრჩი, რადგან ბევრად მძიმე დაზიანებები შეიძლებოდა მიმეღო. მაგრამ, რადგან გადავრჩი ბევრად მოტივირებული და დარწმუნებული გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას რეჟიმის დასასრულებლად!
რაც არ უნდა დაგვხვდნენ, რაც არ უნდა გვცემონ, როგორც არ უნდა გაგვისწორდნენ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის და მისი რეჟიმის დამარცხებით!

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას და ვოლსკის განცხადებას რომელმაც ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაიწუნა..
ხელისუფლება რომელიც ასე ძალადობრივად და სამარცხვინოდ იქცევა დარწმუნებული ვარ არ გამოიძიებს ამ საქმეს. ეს საქმე ისევე როგორც სხვები, შემოიდება თაროზე, მაგრამ უახლოეს ხანში სხვა დანარჩენებთან ერთად ეს საქმეც ჩამოიღება და ყველა პირი დამკვეთების ჩათვლით აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. ხოლო რაც შეეხება ბარიგების მფარველ ვოლსკის, აუცილებლად დავთვლი მისი მარგი ქმედების კოეფიციენტს.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მხარდაჭერისა და გულშემატკუვრობისთვის.
ბრძოლა გრძელდება!-წერს ზვიად კუპრავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასკოლო ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას