ზვიად კუპრავა ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეზე სუსშია დაბარებული

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეზე სუსშია დაბარებული. ამის შესახებ კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

“ხვალ, 12 საათზე დაბარებული ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. სუსს მივაწვდი ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომლის მხრიდან. მათ შორის, ყოფილი ძალოვანის ვინაობას, რომელიც მზად არის დაეხმაროს სპეცსამსახურებს ფილიპ ხაჩიროვის და მისი ძმის ადგილსამყოფელის დადგენაში და მის ევაკუაციაში, ქართული მართმსაჯულებისთვის წარსდგენის მიზნით,”- წერს კუპრავა.

banner
წინა სტატიაში(video) საჩხერეში წყალდიდობის შედეგად ბაზრის ტერიტორია დაიტბორა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : ჩემი ჩამოცილება გასაუბრების პროცესიდან დაუსაბუთებელია