ზვიად კუპრავა სკანდალური ინტერვიუს ავტორის ოჯახისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 25, 2017 18:51

ზვიად კუპრავა სკანდალური ინტერვიუს ავტორის ოჯახისთვის დაცვის გამოყოფას ითხოვს

“სამართალდაცველების რეფორმირების ცენტრი” „კურიერისთვის“ მიცემული სკანდალური ინტერვიუს ავტორის, სპეცაგენტის ალეკო სამუშიას ოჯახისთვის დაცვის დანიშვნას ითხოვს. ოფიციალური განცხადებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

კუპრავამ დღესვე სამართალდამცავ უწყებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რატომ საჭიროებს სპეცსამსხურების ყოფილი აგენტის ოჯახი სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიებს.

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ, ალეკო სამუშიას და მის ოჯახს ჰყავდათ დაცვა, ისინი კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა 2012 წლის შემდეგ ოჯახს დაცვაც მოეხსნა და ისინი საცხოვრებელი სახლიდანაც გამოასახლეს.

„მათი უსაფრთხოება დღემდე არ იყო დაცული, თუმცა მას შემდეგ, რაც „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი ალეკო სამუშიას შესახებ, მათი უსაფრთხოება დღეს ბევრად უფრო დაუცველია. ალეკო სამუშიას ოჯახს დღეს ემუქრება რეალური საფრთხე, რომ მათზე შური იძიონ იმ ადამიანებმა, ვის მიმართაც ალეკო სამუშიამ ჩაატარა სპეცოპერაციები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

სამუშია ამჟამად სასჯელს გლდანის მე-6 დაწესებულებაში იხდის, სადაც „რეფორმირების ცენტრის“ ინფორმაციით, ის ე.წ. მატროსოვის ციხიდან შაბათს, „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ გადაიყვანეს.

„კურიერს“ სპეცასამსახურების ყოფილი აგენტი ციხიდან ტელეფონით დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ უკვეთავდნენ მას რუსი სამხედროები ქართველი მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას და სანაცვლოდ სთავაზობდნენ მილიონობით თანხას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 25, 2017 18:51

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics