ზვიად კუპრავა: ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის მთავარი მტკიცებულება დაანგრიეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – ,,დანაშაულის ადგილი”, შენობა სადაც დანაშაული მოხდა აღარ არსებობს, რადგან ის დაანგრიეს!

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის
ადგილი, მითუმეტეს თუ ის დაცულია კლიმატური გავლენებისგან, საკმაოდ დიდ ხანს ინახავს ფაქტებს, მათ შორის უხილვ მტკიცებულებებს, მაგ. დნმ-ი, სისხლის კვალი, ფეხსაცმლისა და სხვა ანაბეჭდი და ა.შ. რითაც შესაძლებელია რეალობის დადგენა.

ხელის გულზე დევს პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედებები ამ საქმის მიმართ!
მათი მცდელობა დაფარონ კონკრეტული დამნაშავე პირები დასრულდება არაერთი და მათ შორის მაღალი რანგის პროკურორების განსასჯელის სკამით!

კვალდკვალ მოგყვებით ბატონო ირაკლი შოთაძე!

უახლოეს დღეებში მოხდება ჩემს მიერ დაანონსებული ახალი ფაქტების, მტკიცებულებების და ადამიანების გასაჯაროება!

 

ზვიად კუპრავა

 

 

banner
წინა სტატიაშიუწყებას შეეძლო შეეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება,თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა
შემდეგი სტატიაკრამერი: საქართველოში ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთების საფუძველს ქმნის